თეგი: ვოლოდიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინს ტაეკვანდოს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, ტაეკვანდოს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაეკვანდოს ფედერაციამ მაგალითად მოიყვანა მათი დევიზი: „მშვიდობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ტრიუმფი“ და დაგმო რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები. როგორც ფედერაციაში აღნიშნავენ, უდანაშაულო მოსახლეობაზე სასტიკი თავდასხმა არღვევს სპორტის პატივისცემისა და შემწყნარებლობის ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ტაეკვანდოს ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 2013 წელს ვლადიმერ პუტინისთვის მინიჭებული საპატიო შავი ქამრის ჩამორთმევის შესახებ.

დმიტრო კულება: უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვიქნებით, მეტი სანქციები და იარაღი გვჭირდება

ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, უდანაშაულო ადამიანებს კლავს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. „უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვიქნებით, მეტი სანქციები და იარაღი გვჭირდება. ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ ახერხებს. სიბრაზის გამო, ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უფრო მეტი უნდა გააკეთოს. გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმერ ზელენსკი: ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას